გიორგი ვაშაძე – დაგეგმილ აქციებზე: 16 ივნისს ბათუმში ყოფნა გვაქვს დაგეგმილი, 20-ში ბრიუსელში ვარ, რომ იცოდეთ
„სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე 16 და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა.
„ჩვენ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი უწყვეტი ტურნე გვაქვს და 16 ივნისს ბათუმში ყოფნა გვაქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის შემდეგ შეიძლება, მოგვიწიოს. ამიტომ, 16-ში ვისაც გინდათ, მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ ასევე მოხვიდეთ აქციაზე. მე თვითონ 20-ში ბრიუსელში ვარ, რომ იცოდეთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდაჭერისადმი ერთიანობის აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.
20 ივნისს კი აქცია, სახელწოდებით – „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“, „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“. როგორც ცნობილია, აქციას “ნაციონალური მოძრაობაც” შეუერთდება.