ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უსაზღვროდ მადლობელი ვარ ირლანდიის სენატის, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და აფასებს ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, მადლობელი ვარ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ მოწოდებებისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები