სოზარ სუბარი: საქართველო რეფორმების გატარების კუთხით გაცილებით წინ დგას, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა

“თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირში წევრობა მოითხოვს გარკვეული რეფორმების გატარებას და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდაჭერის მოსაპოვებლად მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს.

“არცერთი ქართული ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ლაპარაკობს საკონსტიტუციო ჩანაწერზე, არ მონაწილეობდა ამაში და პირიქით, ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და ხმა არ მისცეს კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც გულისხმობდა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირში წევრობა მოითხოვს გარკვეული რეფორმების გატარებას და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა მოვიპოვოთ.

ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის როლი, რომელიც ამბობს რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო არ იმსახურებს, ან საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს საქართველოს მთავრობა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები