გიორგი ვაშაძე: პრეზიდენტს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს, 21:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგი ზოგადი მოწოდებებისა და შეგონებებისგან განსხვავებული იქნება.
“დღეს პრეზიდენტს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, თუმცა, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეგონებებისგან, ზოგადი მოწოდებებისა და ფრაზებისგან იქნება განსხვავებული და კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე იქნება საუბარი. როცა უფლებამოსილება გაქვს, შენი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯით მაგალითი უნდა ანახო სხვას”, – აღნიშნა ვაშაძემ.