აშშ-ის საელჩო: რაც უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს – დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც  უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი სიცრუის მრავალჯერ გამეორებით ისტორიის გადაწერას ცდილობს.

“რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც ა უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა”,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები