გოგა ხაინდრავა – TV პირველზე: თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ქართულ საზოგადოებას წამლავს
კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, TV პირველი თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ქართულ საზოგადოებას წამლავს. ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„TV პირველის მიკროფონი დევს აქ. ისინი საკუთარ ქვეყანას, ხალხს ჯოჯოხეთს უწყობენ. შეიძლება, რომ ადამიანი იყო არახამიასკენ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? ესაა მათი მორალი. ამათ უკან დგანან თაღლითები, ზუსტად ისეთივეები, როგორებიც იმ შვეიცარიულ ბანკში, ევროპარლამენტში, epp-ში არიან მოკალათებულები. თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ქართულ საზოგადოებას წამლავენ. იციან, რომ ლიაკა ხოშტარია რუსეთის სპეცსამსახურების სამჭედლოშია გაზრდილი, იციან, რომ ნაყოფია დღესაც მოსკოვშია, იქ ნაშოვნი ფულით ქართულ საზოგადოებას წამლავს.
მიუხედავად ამისა, მხარს უჭერენ ნაყოფიას, არახამიას, არესტოვიჩს და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. ეს ამ ქვეყნის მტრობაა. ესენი კოლექტიური არახამიები არიან. ამას ვერ წაიშლიან ვერც ჯაფარიძე, ვერც ხაზარაძე, ვერც სალომე სამადაშვილი“, – განაცხადა ხაინდრავამ.