დავით ზურაბიშვილი: ბიძინასთან დაპირისპირების გამწვავება იწვევს ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციის ზრდას და არა – მის ჩამოშლას

“ამათი მესიჯი არის, რომ ერთ მხარესაა მთელი ქართველი ერი და მეორე მხარეს – რუსი ოლიგარქი და მისი მცირერიცხოვანი მარიონეტები. აქედან გამომდინარე, დასავლეთი რაც უფრო მიაწვება ბიძინას, მით უფრო მეტი ხალხი აღშფოთდება საქართველოში და დაამხობს ოლიგარქის რეჟიმს.

რეალურად კი გვაქვს სრულიად სხვა სურათი, რომლის დანახვა ორგანულად არ შეუძლია ამჟამინდელი ოპოზიციის უმრავლესობას. კერძოდ ის, რომ ამ სცენარის წინააღმდეგი არანაკლებ ბევრი ხალხია, ვიდრე მომხრე და შესაბამისად ბიძინასთან დაპირისპირების გამწვავება იწვევს ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციის ზრდას და არა – მის ჩამოშლას, შედეგად, იზრდება პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

ეს იქნება ახლაც შედეგი, მეტი არაფერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები