ნიკოლოზ სამხარაძე: ყველანაირი ეჭვები რომ გაიფანტოს, თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

ყველანაირი ეჭვები რომ გაიფანტოს, თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

სამხარაძე  სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, კარგია რომ პრეზიდენტი გააქტიურდა, თავის კონტაქტებს იყენებს და ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის, იმისთვის რომ საქართველოს დაეხმაროს და ეს ქვეყნები დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მქონდა ინფორმაცია რომ ის იყო იტალიაში, შემდეგ უნდა წასულიყო ბელგიაში და გუშინ მან გააკეთა განცხადება, რომ თურმე ამ ქვეყნებში არ უშვებენ.

დღეს პრემიერმა განაცხადა რომ მომართვა არ ყოფილა და შესაბამისად ეს ვიზიტები არ დაბლოკილა. ამის გარკვევა ძალიან მარტივია – თუ ასეთი მომართვა არსებობს, მაშინ პრეზიდენტმა გაასაჯაროოს და ასევე გაასაჯაროოს დაბლოკილი პასუხი, თუ მთავრობისგან მიიღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები