საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილიდელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს– ნორვეგიის სამეფოსდანიის სამეფოსფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებშიშალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფეჰარალდ V მიიღებსდაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგითავმჯდომარე მასუდ გარახანისთანსტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთანასევესაგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან.

დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას  დანიის დედოფალთანმარგარეტ მეორესთან  გამართავსდაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა  დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთანპარლამენტის თავმჯდომარეასევე,  მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებშისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენშალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნასპარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინსევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსასევედაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის – პაასიკივისეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებსდაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთანკარლ XVI გუსტავთანშეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგითავმჯდომარესთანანდრეას ნორლენთანსაერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთანჯენი ოლსონთანთავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთანრობერტ რაიდბერგთან.

 დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებინიკოლოზ სამხარაძემაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები