გიორგი ცუცქირიძე: დიდი მოთმინება და პოლიტიკური სიბრძნე გვმართებს, ამ გლობალური გეოპოლიტიკური ენდშპილიდან ნაკლები დანაკარგებით რომ გამოვიდეთ

როგორც ჩანს მთელი ეს პოლიტიკური უვერტურა და ფეიკ პასაჟებით უხვად გაჯერებული და აშკარად შეურაცმყოფელი რეზოლუცია, მიმართულია უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის ე.წ დათქმით მინიჭებასთან ანუ საქართველო, რომელიც რეფორმების გატარების კუთხით, რასაც ბოლო წლებში პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს, უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც, უნდა მოხვდეს უკრაინასთან ერთიან ამ ე.წ დათქმის პაკეტში, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, განსაკუთრებით ოპოზიციური მედია პლათფორმიდან, იქმნება ისეთი სურათი, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის უმძიმესია, სადაც ისრები გადატანილია “ქართულ ოცნებაზე” და ბიძინა ივანიშვილზე.

რეალურად ეს არის არა იმდენად “უმძიმესი ხასიათის” მატარებელი რეზოლუცია, რის ჩვენებასაც ახლა ოპოფლანგი ცდილობს, არამედ თანამედროვე ე.წ კონსუმერული ევროპის რეალური სახე.

ნიშანდობლივია, რომ ამ რეზოლუციის თითქმის ყველა მომხსენებელი წარმოადგენს უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებს და ბუნებრივია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაც მათ ფიზიკური გადარჩენის ინტერესშია, რომ ომის ვექტორი აქ გადმოვიდეს.

სამწუხარო კი სხვა რამეა, ქართული ოპოსპექტრი ამ მოცემულობას ასე, რომ ერთი ერთში იმეორებს- თითქოს ქართველი ხალხი, ქართული ოცნება და ქართული სახელმწიფო სხვადასხვა, ურთიერთსაწინააღმდეგო სეგმენტს წარმოადგენდეს.

სანქციებთან ჩვენი პირდაპირი შეერთება, რაზეც ამ რეზოლუციაშიც კეთდება აქცენტები არის არა იმდენად ბიძინა ივანიშვილთან კვეთაში, არამედ ფაქტიურად ნიშნავს დარიალის დაკეტვას, სომხეთის იზოლაციით, რისი საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან იქნება დერეფნის გაჭრა სომხეთისაკენ ანუ სიტუაციის ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში გადაყვანა.

მთავარი შეკითხვაც ამაში მდგომარეობს, რა შანსი ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ომში ეს კარგად 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც რადიკალიზმის დღევანდელმა რუპორმა ნაცმოძრაობამ, 3 დღეს ვერ იომა დღევანდელთან შედარებით გაცილებით სუსტ რუსეთთან, ვერც ცა ჩავკეტეთ და სხვა პრობლემებიც სახეზე იყო. საერთაშორისო მხარდაჭერა კიდევ უფრო სამარცხვინო. უკრაინის ომის ისტორიაც და განსაკუთრებით მომარაგების და ლოჯისტიკური რისკებიც ამასვე ადასტურებს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა, როდესაც მეორე ფრონტის გახსნაზე კეთდება აქცენტები, რა ეს იგივე ევროპაში არ იციან თუ არ ესმით?!

ამ მთელი აბრაკადაბრას გასაღებიც აქ არის საძიებელი. როგორც ჩანს მთელი ეს პოლიტიკური უვერტურა და ფეიკ პასაჟებით უხვად გაჯერებული და აშკარად შეურაცმყოფელი რეზოლუცია, მიმართულია უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის ე.წ დათქმით მინიჭებასთან ანუ საქართველო, რომელიც რეფორმების გატარების კუთხით, რასაც ბოლო წლებში პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს, უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც, უნდა მოხვდეს უკრაინასთან ერთიან ამ ე.წ დათქმის პაკეტში. სხვანაირად, უკრაინის რომელიც დღეს ევროპის ფარს წარმოადგენს, ამ ტიპის შეთავაზება თუნდაც ალბანური ვარიანტი პროგრესის და დემოკრატიის შეფუთვად რომ წარმოჩინდეს.

ეს აქ ვისაც არ ესმის ან პოლიტიკისაგან შორს დგას ან არის სასარგებლო იდიოტი ან უარესი პირდაპირ ატარებს სხვა ქვეყნების ინტერესებს!

ევროპა ყოველთვის ატარებდა და დღესაც ატარებს თავის კერძო ეგოცენტრულ და კორპორაციულ ინტერესს, წამყვანი ტრანსნაციონალური გერმანული და ფრანგული უმსხვილესი კომპანიების მხრიდან რუსეთის ბაზრიდან გამოსვლის ფეხის ათრევა, ამის პირდაპირი ინდიკატორია, ისევე როგორც რუსეთის ბიუჯეტის გამდიდრებაზე ენერგომატარებლების ემბარგოს ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმების ფაქტიც.

არ დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე რუსული იმპერიალიზმი და პუტინის აღზევება დიდწილად სწორედ ევროპის არაერთი სახელმწიფოს ლიდერის სინდისზეა, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდშიც სწორედ კონტინეტური ევროპის დიდი ნაწილი და არა მხოლოდ აფანატებდა ადოლფ ჰიტლერზე.

ვფიქრობ, ბრიტანეთის გასვლაც ევროკავშირიდან არ იყო შემთხვევითი და შიდა ევროპული დაპირისპირების თავისებურ ანარეკლსაც წარმოადგენდა.

ჩვენ კი დიდი მოთმინება და პოლიტიკური სიბრძნე გვმართებს, ამ გლობალური გეოპოლიტიკური ენდშპილიდან ნაკლები დანაკარგებით რომ გამოვიდეთ”, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები