ნინო ფოჩხუა – ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: სიკეთისთვის უნდა დაისაჯოს, ეს არის ევროპული სამართალი?

რისთვის სანქციები, იმისთვის ხომ არა, თქვენმა მამებმა და ბაბუებმა დრო რომ იხელთეს და 90‐იან წლებში, როცა სრული განუკითხაობა იყო, გაძარცვეს უპატრონოდ მიტოვებული ქვეყანა და გაჭირვებაში გაზრდილმა ბიჭმა, თავის ნიჭით, შრომით უცხო ქვეყანაში ფინანსური იმპერია შექმნა და ის ფული თავის სამშობლოში დახარჯა, – ამის შესახებ ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეხმაურება.
“რისთვის სანქციები, იმისთვის ხომ არა, თქვენმა მამებმა და ბაბუებმა დრო რომ იხელთეს და 90‐იან წლებში, როცა სრული განუკითხაობა იყო, გაძარცვეს უპატრონოდ მიტოვებული ქვეყანა და გაჭირვებაში გაზრდილმა ბიჭმა, თავის ნიჭით, შრომით უცხო ქვეყანაში ფინანსური იმპერია შექმნა და ის ფული თავის სამშობლოში დახარჯა. გაპარტახებული ქვეყანა, ქვეყანას დაამსგავსა. (გაიხსენეთ თბილისი, წყალტუბო, აბასთუმანი), არც მადლობას ელოდებოდა და არც ჩინ-მედლებს, პირიქით, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
სიკეთისთვის უნდა დაისაჯოს, ეს არის ევროპული სამართალი?
აქაურ მანქურთებზე აღარ ვლაპარაკობ, ხსენების ღირსნიც არ არიან. კუბილიუსს და ფოტიგას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა აქ, ქართველები იმ ადამიანს მტრობენ, ვინც მათთვისაც და მათი შვილებისთვისაც ქვეყნის სიკეთეს ქმნის.
არ გამოუვათ არაფერი!!! მადლიერება ქართველს გენეტიკაში აქვს და სიკეთის დაბრუნებაც იცის.
რასაც მე ეს დღეებია ვუყურებ, მთელი ერი უდგას ივანიშვილს გვერდით. ბედნიერი კაცი ყოფილა, უმადურებზე მეტი მადლიერი ადამიანები არიან ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ ბოლომდე იდგებიან მის გვერდით”, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები