ვახტანგ მაისაია: მოვუწოდებ სტუდენტებს თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან – არ უნდა გასცდნენ ეთიკის და ზრდილობის ნორმებს

ვფიქრობ, დიალოგის საფუძველზე გადაწყდება აღნიშნული პრობლემები, რომლებიც ნამდვილად არ ღირს თსუ-ს ღირსების შელახვად, – ამის შესახებ თსუ-ს ლექტორი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს.

ის სტუდენტებს მოუწოდებს ნუ გასცდებიან ეთიკის ნორმებს.

“მსურს გამოვეხმაურო თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ამ დიდი და უძველესი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესორი და გამოვხატო ჩემი გულისწყრომა იმ ფაქტების გამო რაც დღეს ხდება თსუში.
ასე ცხოვრება არ შეიძლება, და სტუდენტებს პირველ რიგში, მათში არსებული პროტესტის მუხტის მიუხედავად, რომელიც შეიძლება იყოს სამართლიანი, არ უნდა გასცდეს ელემენტარულ ეთიკის ნორმებს და ზრდილობას და მოვუწოდებ მათ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან და ვფიქრობ, დიალოგის საფუძველზე გადაწყდება აღნიშნული პრობლემები, რომლებიც ნამდვილად არ ღირს თსუ-ს ღირსების შელახვად”, – წერს ვახტანგ მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები