ოთო აბესაძე: ეს ვაგხანალია რაც მოხდა თსუ-ში არის თითოეულ პროფესორზე “სილის გაწვნა” – პროტესტი არის სხვა რამ და ძალადობა არის მარაზმი

ის რაც თსუ-ში ხდება არის ძალიან ცუდი. არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას, – ასე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ოთო აბესაძე გუშინ უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს.

“დადგა საჭიროება ჰიბრიდული სწავლების? ყველაფერს ვაკეთებთ პროფესორები ამისთვის.

ხელებით, ფეხებით, 2 ლეპტოპით მიმყავს ლექცია/სემინარები რომ ამომწურავად მიიღოს ყველამ ცოდნა.

ვინმე დაინტერესებულა როგორი რთულოა პროფესორითვის სრულყოფილად გადასცეს ცოდნა სტუდენტებს თან აუდიტორიაში და თან ორ ლეპტოპში ისე, რომ თანაბრად მიიღოს ყველამ ხარისხიანი ინფორმაცია?

ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, რომ თან აუდიტორიაში უნდა ახსნა დაფაზე, პარალელურად zoom – ით აკეთო ექსელში ამოცანები და თან აუხსნა ორივე განზომილებას ხარისხიანად (online/offline)

ვერ ახერხებენ სტუდენტები ჩამოსვლას გამოცდებისთვის თბილისში? კიბატონო ყველა დიდ ქალაქში მოეწყო საგამოცდო ცენტრი. ეხლაც აი ამ წამსაც ელექტრონულ გამოცდებს ვაკეთებდი.

აი ეს ვაგხანალია რაც მოხდა თსუ-ში არის თითოეულ პროფესორზე “სილის გაწვნა”. პროტესტი არის სხვა რამ და ძალადობა არის მარაზმი.

არ იმსახურებს თსუ ამას და არ ვიმსახურებთ ჩვენ პროფესორები ამას. დღეს დეკანსა და დაცვის თანამშრომლებთან ერთად მეც მომხვდა თქვენს მიერ მოქნეული ხელი. მომხვდა იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სტუდენტების კომფორტისთვის და სანაცვლოდ თსუსთან ერთად ეს დარტყმა მივიღე მეც”, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები