ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ამ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ასევე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს და რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, სადაც საჭიროა ინკლუზიური ჩართულობა, პარლამენტში ყველას მუშაობა. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს, ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ეს ყველაფერი რომ სწორად და კარგად განხორციელდეს, საჭიროა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობა და სწორედ ეს არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ამ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები