Figaro: მაკრონი მომდევნო კვირას შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას შესაძლოა, კიევში ჩავიდეს.

ამის შესახებ ფრანგული გამოცემა – Figaro წერს.

მედიის ცნობით, მაკრონი უკრაინაში შესაძლოა, რუმინეთში მოგზაურობის შემდეგ, 15 ივნისს ჩავიდეს. რუმინეთში კი საფრანგეთის პირველი პირი ფრანგ სამხედროებს მოინახულებს, რომლებიც ქვეყანაში ნატო-ს მისიის ფარგლებში იმყოფბიან.

ამასთან, ელისეის სასახლეში მომდევნო კვირას მაკრონის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას ჯერ არც ადასტურებენ, და არც უარყოფენ.

უკანასკნელად ემანუელ მაკრონი კიევში 8 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე იმყოფებოდა, სადაც ის მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები