ალბანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, არის მსხვერპლიც
ალბანეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, დატბორილია ქუჩები, დედაქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამის შესახებ AP წერს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ სოფელ დელაიში სახლს მეხი დაეცა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა და 51 წლის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა.
კიდევ ერთი გარდაცვლილი მამაკაცია ნაპოვნი ქალაქ ვლორას სანაპიროსთან, თუმცა, გამომძიებლებს არ აქვთ ჯერ დადგენილი, უკავშირდება თუ არა მისი სიკვდილი ამინდის პირობებს.
ასევე, ქალაქ სარანდში საცხოვრებელის სახლი მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ალბანეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევდა.