ალუდა ღუდუშაური: „ევროპული საქართველოს“ მსგავსად, “ნაცმოძრაობაც,, ერთი კაცის პარტიად გადაიქცევა

,,მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ნიკა მელია პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდა გაშვებული და ახლა გამოაჩინეს.

“როგორც ჩანს, მელია პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს. ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა, ხანდახან, ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ. ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს, ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები.

მაგათ რაც შეუძლიათ, მაქსიმუმი გააკეთონ, შეკრიბონ თავიანთი ამომრჩეველი თავიანთ ოფისში, მეტი რესურსი მათ არ აქვთ. გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც 2012 წელს მიუთითეს და მას შემდეგ მათ აქციებზე არ უნახავს არავის ვიწროპარტიული აქტივის გარდა ვინმე, შეეგუონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში ყოფნა არის, მათ შორის, პასუხისმგებლობა. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას“. ეს ძალიან მალე იქნება და იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები