ზელენსკიმ პუტინს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციები განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდება. სანქციები მოიცავს:

  • აქტივებისა და ქონების ბლოკირებას;
  • უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენციას;
  • უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას;
  • ფასიანი ქაღალდების ოპერაციების აკრძალვას;
  • ვიზაზე უარის თქმას;
  • უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევასა და ა.შ.

სანქცირებულთა სიაში სულ 35 რუსი ოფიციალური პირია, მათ შორის არიან პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები