ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე 17 ივნისს იმსჯელებს
ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 17 ივნისს იმსჯელებს, რათა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტისთვის პოზიცია მოამზადოს.
ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკომისართა კომიტეტი 13 ივნისს საერთო დებატებს გამართავს. შეიმუშავებს მოსაზრებას სხდომაზე, რომელიც პარასკევს, 17 ივნისს გაიმართება“, – განაცხადა მან.