ევროკავშირი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთისგან უკრაინაში მოპარული მარცვლეული არ იყიდონ
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.
„მოვუწოდებთ მსოფლიოს ქვეყნებს, არ იყიდონ რუსეთისგან უკრაინაში მოპარული მარცვლეული, მოვუწოდებთ მათ – მარცვლეულის წარმომავლობა დაადგინონ“, – თქვა სტანომ.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთმა “ეგვიპტესთვის ამ მარცვლეულის პარტიის მიყიდვა სცადა, მაგრამ ეგვიპტემ ამაზე უარი თქვა”.