მამუკა მდინარაძე: საქართველოს გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელიც საბოლოოდ მეორე ფრონტის გახსნაზე მიდის
საქართველოს გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელი გეგმაც საბოლოოდ მიდის მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და, სამწუხაროდ, ამ ინტერესის განხორციელებაში ჩართულია ათზე მეტი ჩვენი ევროპელი კოლეგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც საქართველოზე პირდაპირი შეტევაა.
“როცა ერთი თვის წინ ცალსახა პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და ერთი თვის თავზე, ათზე მეტი ევროპელი კოლეგა გამოდის და შებრუნებულ, კატასტროფულ ვითარებას ხატავს, ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ – მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე.
საქართველოს გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელი გეგმაც საბოლოოდ მიდის მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და სამწუხაროდ, ამ ინტერესის განხორციელებაში ჩართულია ათზე მეტი ჩვენი ევროპელი კოლეგა. ვისაც სჭირდება და შეუძლია სხვა დაარწმუნოს, რომ ახლა საერთო ინტერესია ომი და მეორე ფრონტი საქართველოდან, ეს ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ ცდილობენ, ეს გენერალური ხაზი მოქმედებაში მოვიდეს, თუმცა ყველას ვარწმუნებ, რომ ხელისუფლებას რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ დავუშვებთ ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას და იმ პოლიტიკას გავაგრძელებთ, რასაც ახლა ვახორციელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.