Reuters: ბერლინში სტოლტენბერგის ვიზიტის გაუქმების მიზეზი ჰერპესი გახდა
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, 9 ივნისს ბერლინში ვიზიტის გადადების მიზეზი ჰერპესი გახდა.
ამის შესახებ წყაროს ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა.
აღნიშნულია, რომ სტოლტენბერგი გერმანიასა და რუმინეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს დისტანციურად გამართავს.
“მას ჰერპესი დაუდგინდა, რომელიც შესაძლოა, COVID-19-ის შედეგი იყოს. სახლიდან მუშაობს”, – თქვა ალიანსის ლიდერის წარმომადგენელმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსი მაისში, გართულებების გარეშე გადაიტანა.