სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინა ლისიჩანსკს სრულად აკონტროლებს

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ქალაქი ლისიჩანსკი უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ქალაქის „ქაოტურად“ და „ძლიერად“ დაბომბვას, რამაც საცხოვრებელი სახლების განადგურება გამოიწვია.

როგორც გაიდაი აღნიშნავს, ლუგანსკის ოლქში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის „არავითარი საფრთხე“ არ არსებობს.

ამასთან, გაიდაის თქმით, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს დაამყაროს კონტროლი სევეროდონეცკზე და მის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები