კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება ახლა შეუძლებელია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი პოზიცია ცნობილია, ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა უნდა იყოს პროდუქტიული და კარგად მომზადებული.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დატოვა მოლაპარაკების გზა. ამიტომ, ახლა აღარ არის საჭირო ასეთი სამიტის მომზადების შესაძლებლობაზე საუბარი“, – განაცხადა პესკოვმა.