“სურსათის მწვავე უკმარისობა კიდევ 20 ქვეყანას ემუქრება” – გაერო-ს განგაში

გაერო-ს მონაცემით, უახლოეს თვეებში სურსათის მწვავე უკმარისობა კიდევ 20 ქვეყანაში, ე.წ. “შიმშილის ცხელ წერტილებში” გაუარესდება.

Euractiv-ი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ არსებული სასურსათო მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” მოვლენების დროს იყო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სასურსათო კრიზისი გამოწვეულია კლიმატური შოკების, COVID-19 პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კომბინაციით. ამ ყველაფერმა მთელს მსოფლიოში საკვებისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

კრიზისის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის გამოყოფენ: ეთიოპიას, ნიგერიას, სამხრეთ სუდანს, ავღანეთს, სომალის, კენიას და იემენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები