“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს” – საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი შედგა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს, ასევე, ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

“ა.წ. 7 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი საჰიბ ნაგიევი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, ასევე, ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

მხარეთა მიერ გამოითქვა დიალოგის გაღრმავების და რეალური ნაბიჯების გადადგმის სურვილი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები