გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას.
როგორც მან გერმანელ ჟურნალისტთან, ალექსანდრე ოსანგთან სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, ეს არის სასტიკი თავდასხმა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის და არანაირი გამართლება არ აქვს.
ჟურნალისტმა მერკელს ჰკითხა, შეეძლო თუ არა თანამდებობაზე ყოფნისას მეტის გაკეთება, რათა ომი თავიდან აეცილებინა. აღნიშნულ კითხვაზე მერკელმა უპასუხა: „მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება“.
ამასთან, როგორც მერკელმა აღნიშნა, ის უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან მას რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.