ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 16-ზე მეტი დასახლება დაბომბეს – დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 16-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფების მიერ 21:00 საათისთვის გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს, დიდი კალიბრის ქვემეხს, ტანკებს, ნაღმტყორცნებს, ახორციელებს სარაკეტო იერიშებსა და დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და მშვიდობიან საცხოვრებელ უბნებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპანტებმა გაანადგურეს და დააზიანეს 39 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 36 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ელექტროგადამცემი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები