ლუგანსკის ოლქში უკრაინელ დამცველებს შორ მანძილზე მოქმედი არტილერია სჭირდებათ, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი იარაღის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მტრის მოგერიება და პირდაპირ ბრძოლაში რუსეთი აუცილებლად წააგებს.
„თავისუფალი ლუგანსკის ოლქის ქალაქები, ყველა დასახლება ყოველდღიურად ნადგურდება მტრის ცეცხლით. გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, რომელსაც შეუძლია მტრის მოგერიება, მაშინ ორკები ვერ შეძლებენ ჩვენი ქალაქებისკენ სროლას და ბრძოლაში დამარცხდებიან. რუსეთი აუცილებლად წააგებს“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.