პოლონეთის ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რითაც უკრაინას რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად იარაღს მიაწვდის. ხელშეკრულების ჯამური თანხა 628 მილიონი დოლარია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, აღნიშნული შეიარაღება ფრონტზეა საჭირო.
„ჩვენ ახლა ვაფორმებთ უკრაინაში იარაღის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის ველზე“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 628 მილიონი დოლარია.