„საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილება შედის
პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და „საქართველოს საზღვაო კოდექსში” შესატან ცვლილებას მხარი 77 ხმით დაუჭირა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში (წყლების), მიმდებარე ზონასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად განახორციელებს. კანონპროექტის მიღებით იქმნება ის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, რაც დადებით გავლენას იქონიებს საზღვაო ნაოსნობის განვითარების კუთხით.