საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა – რატი ბრეგაძემ და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა – ჯაჰიო კუმოლომ ხელი მოაწერეს.

დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის გაფორმებამდე ორი ქვეყნის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. რატი ბრეგაძემ და ჯაჰიო კუმოლომ განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით.
ქართულმა მხარემ კოლეგებს გააცნო ინოვაციური პროექტები: მობილური იუსტიციის სახლი; PROBBOX; ციფრული უნივერსიტეტი და სხვ. ინდონეზიის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ესტუმრება და ადგილზე გაეცნობა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სერვისების მიწოდების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები