საგურამოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში.

“კვირას” ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები და შეტყობინებებზე რეაგირებას ახდენენ.

ამ დროისთვის, სააგენტოში 14-მდე შეტყობინებაა შესული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები