ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

ამასთან, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება.

რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა 26-27 ივლისს ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები