ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილის” კიდევ 77 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილის” კიდევ 77 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამურად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 302-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Sky News-ი ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება.

ახალ შემთხვევებს შორის 73 ინგლისშია, ორი – შოტლანდიაში და ორი – უელსში.

ტელეარხის ცნობით, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის რისკი კვლავ უმნიშვნელოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები