ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ძველი თბილისის სკოლების რაიონული ფესტივალი გაიმართა

ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ძველი თბილისის სკოლების რაიონული ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის მიზანია:

  • მოსწავლეებში სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
  • კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოქნილობისა და ადაპტაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • ინიციატივის გამოვლენის და დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილების მიღება;
  • პროდუქტიულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების ხელშეწყობა;
  • ლიდერობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალი ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა ეტაპის მოიცავდა: საინიციატივო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები, პროექტის დაგეგმვა, საინფორმაციო შეხვედრა კოორდინატორ მასწავლებლებთან, ტრენინგებში მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებთან, სხვადასხვა თემატიკის სამი ტრენინგი.

ფინალურ ღონისძიებაზე მოეწყობა მოსწავლეთა სამეწარმეო კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა მოხმარდა ამავე რაიონის მოსწავლეს, დავით ქოქრაშვილს, რომელიც ამჟამად იმყოფება ისრაელში და გადის მკურნალობის კურსს.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს დახვდათ:

გამოფენა-გაყიდვა (ბაზრობა)

აქტივობა – „განძის ძიება“

აქტივობა – „ბინგო“

ანიმატორების აქტივობა.

სხვა სახალისო აქტივობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები