ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩები განმარტებას აკეთებენ
ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩებმა ამბასადორიალზე ყოფნისას განმარტება გააკეთეს. მათი თქმით, საერთაშორის საზოგადოება პროცესში დროულად ჩაერთო და იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა არ გართულდება.
„საბედნიეროდ, ბოლოს შეტაკებებს გართულებები აღარ მოჰყოლია. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღარც მოხდება, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამაც დიდი ყურადღბა გამოჩინა ამ შეტაკებების მიმართ. ზოგადად, რთული რეგიონია და იცით, რომ ეს კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ადრე თუ გვიან მშვიდობიანად მოგვარების საშულებები გამოიძებნება“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთში თენგიზ შარმანაშვილმა.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით კი, იგი დარწმუნებულია, შეტაკებები ომში არ გადაიზრდება.
„დაპირისპირების დროს ყოველთვის ხდება ხოლმე შეტაკებები და სროლები. მე ვფიქრობ, რომ ამჟამადაც საქმე გვაქვს სიტუაციის გამძაფრებასთან და ღრმად ვარ დაწმუნებული, რომ ეს ომში ან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება“, – განცხადა ელჩმა.