ალუდა ღუდუშაური – სალომე ზურაბიშვილს: სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არ არის
კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ, რომ, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არ არის დროული, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს.
მისი თქმით, პოლარიზაციის ერთერთი მთავარი წყარო ნიკა გვარამიაა.
“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, თან, მით უმეტეს, ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, როგორიც ქალბატონი სალომე არის, კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ, რომ, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არ არის დროული, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, ამიტომ, თავი დავანებოთ სასამართლოს განრიგის დაწესებას, რა დროული არის, რა არ არის დროული.
თუ ვინმე პოლარიზაციის მთავარი, უმთავრესი წყარო არის, ეს არის ბატონო გვარამია და გვარამიასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო გაზრდის ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეს, ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური, როცა სასამართლომ თქვა, რომ დიახ, გვარამიამ 7 მლნ ლარი მოჰპარა მედიას”, – განაცხადა ღუდუშაურმა.