დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია კომპანია „გლობალაიზის” (Globalize) დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, სალომე კუკავას შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კომპანია “გლობალაიზის” (Globalize) დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, სალომე კუკავასთან შეხვდა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ისაუბრეს GLOBALIZE.EU კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის 10-11 ივნისს, პარიზში გაიმართება და სადაც მონაწილეობას ევროპაში მცხოვრები წარმატებული ქართველები მიიღებენ. აღინიშნა, რომ Globalize თავისი არსით უნიკალურია და აერთიანებს ქართველ პროფესიონალებს მსოფლიოს გარშემო.
აღინიშნა, რომ GLOBALIZE.EU მიზნად ისახავს ერთის მხრივ, ქართულ ბიზნესსა და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას- ევროპის ბაზრის ათვისების მიზნით. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს გაუზიარონ. GLOBALIZE.EU წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. Globalize-მა უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფები 12 ქვეყანაში და ჩამოაყალიბა უნიკალური პროფესიული ქსელი, რომელიც 5 ათასამდე წარმატებულ ქართველს აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას სტარტაპული იდეების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით კი – დიასპორის ჩართულობას ქართული ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.