პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო იწყებს განაცხადების მიღებას კონკურსში ,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მადლობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის” მონაწილეობის მისაღებად.

პარლამენტის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულ ორ პირს, გენდერული თანასწორობის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების საქმეში წვლილის შეტანისთვის საბჭო საზეიმოდ გადასცემს მადლობის სიგელს.

ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ: სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებს, საბჭოს სამდივნოს, სახელმწიფო უწყებებს, მინიმუმ 10 ადამიანისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: • კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას; • კანდიდატის საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი გენდერული თანასწორობის მიღწევაში; • კანდიდატის მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევაში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით, რომელიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე; • გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის შესაძლებელია ნომინირებული იყვნენ როგორც ქალი, ისე კაცი აქტივისტები/უფლებადამცველები.

კონკურსში შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირის წარდგენა. სასურველი კანდიდატის კონკურსში წარსადგენად (ივსება წარმდგენის მიერ) აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შეივსება და არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის 18:00 საათისა pdf ფორმატით გაიგზავნოს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: gender@parliament.ge გამარჯვებულ კანდიდატებს გამოავლენს სპეციალური კომისია, ხოლო საზეიმო დაჯილდოება გაიმართება საქართველოს პარლამენტში, 2022 წლის ივლისში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა (თანდართული Word ფაილი) იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები