მიხეილ სარჯველაძე: ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს, რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური არამედ მაკროეკონომიკური კუთხით – გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ. 688 მლნ. 100 ათასი ლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია. კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დეპუტატმა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მილიარდ 266 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.