ჩინეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია 14 დაშავებულის შესახებ.

სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრა ერთი საათის წინ მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 17 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები