შალვა პაპუაშვილი – რადიკალურ ოპოზიციაზე: იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანას არევდნენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ
ვხედავთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენი ტალღა იყო სხვადასხვა საკითხის გამოყენების, რომ ქვეყანა არიონ. იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანას არევდნენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველა თემა რამენაირად ინსტრუმენტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მღელვარება და არეულობა გამოიწვიოს.
“პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული, თემა არ არსებობს, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება, რომ ჩაეჭიდოს და რამენაირად ინსტრუმენტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მღელვარება და არეულობა გამოიწვიოს. ეს განზრახვები ჩანს და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ განზრახვებს ბოლომდე არ ემიჯნება”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.