სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის სწავლება ჩაატარა
სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის BIOR ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩმა, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდები გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლების ძირითადი მიმართულება თაფლში ამინო გლიკოზიდების განსაზღვრა იყო. აღნიშნული კვლევის მეთოდი უკვე დამუშავებულია და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აქტიურად თანამშრომლობს BIOR-ის ლაბორატორიასთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.