ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზად არის, ცივილიზებული თანამეგობრობის წევრი გახდეს

  ბოლო დროს ნათალად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დღეს არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.
“განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათალად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნითაც.
“ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისაგან. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ერევა. ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები