საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკო ტესტები შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკო ტესტები საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შემოვა.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანას ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა გენომის სეკვენირებით დღესაც შესაძლებელია.

“ჩვენ დღეს შეგვიძლია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის დიაგნოსტიკა გენომის სეკვენირებით, რასაც რამდენიმე დღე სჭირდება. რაც შეეხება სწრაფ „პისიარ“ ტესტებს, რამდენიმე დღეში, მომავალ კვირაში მაინც გვექნება პრაიმერები, რომ ავაწყოთ ეს ტესტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები