საქართველოში პოლიციელის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა (ფოტოამბავი)
საქართველოში 31 მაისი – პოლიციელის პროფესიული დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ნოე რამიშვილის სახელობის ქუჩაზე გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალური პირები – შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდნენ.
პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს პოლიტიკოსებმაც.
ამასთან, პოლიციის ახალწვეულებმა და აკადემიის მსმენელებმა ფიცი დადეს. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით პოლიციელები – სალომე ჟღენტი და ალექსანდრე გულუა დააჯილდოვა
პოლიციის დღის აღნიშვნა ახალი სიმღერის პრემიერით დასრულდა.