ამირან გამყრელიძე: „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ
რა თქმა უნდა, „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის” შემთხვევები ჯერ დადასტურებული არ არის.
„რა თქმა უნდა, პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ. ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებულია მედიკამენტი. სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გვექნება. დღეს მაინც სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. დღეს, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ დიაგნოსტიკის საშუალება არის”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.