კახა კალაძე: ქართული პოლიცია არის გარანტი დემოკრატიული, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს შენების
“პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, რომელთა საქმიანობის უკან დგას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ქართული პოლიცია არის გარანტი დემოკრატიული, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს შენების.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ!”, – წერს კალაძე.