რუსეთი ხვალიდან ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

რუსული კონცერნი „გაზპრომი“ 31 მაისიდან ნიდერლანდებისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

ამის შესახებ ნიდერლანდური კომპანია GasTerra-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ნიდერლანდების მხრიდან რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმა გახდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ნიდერლანდებში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეფერხება მოსალოდნელი არ არის, რადგან ქვეყანამ გაზი სხვა მომწოდებლებისგან შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები